ახალი ამბები

ანონსი – 1 მარტი

28 თებერვალი, 2018 • 2106
ანონსი – 1 მარტი

10:00 – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

10:30 – პარლამენტში, ევროპული საქართველოს ფრაქციის ოთახში გიგი წერეთელი იტალიის ელჩს შეხვდება. თემა: ტატუნაშვილის საქმე და ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში.

11:00 – სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ახალი კამპანიის „მინდა ვენდო სასამართლოს“ პრეზენტაციას გამართავს.

12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება ეკატერინე მიშველაძის საქმე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ. დავა შეეხება ,,საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ მის უკანონო, დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლებას.

12:00 – სასტუმრო „კოსტეს“ საკონფერენციო დარბაზში, ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობის საქმეზე პრესკონფერენცია გაიმართება.
მისამართი: თბილისი, კოსტავას 45 ა. პრესკონფერენციას გამართავენ: დაზარალებული, მოკლულის მამა მორლენ მელტონიანი, ადვოკატი დიანა გვიშიანი და ჟურნალისტი გიორგი კორძაძე.

12:00 –  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

13:00 – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

18:00 –  თბს გალერეაში „ქალთა ფონდი საქართველოში“ გამართავს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას „თავშესაფარს მიღმა“,

19:00 – ლაშა ფოქს ცერცვაძის პირველი პერსონალურ გამოფენა – „გიორგი“ (nude photographs of queer men) “Black and White Gallery”-ში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი