თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობის გარე ფასადის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად მინიმუმ 6 ადამიანი დაშავდა. ისინი ორ სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ექვსივე ბავშვია.
ამ შენობაში განთავსებულია სახელმწიფო ელექტროსისტემა, სადაც ნეტგაზეთს მომხდარის შესახებ დაუდასტურეს.
ერთ-ერთ კლინიკაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მათთან 3 ადამიანია გადაყვანილი, მეორე საავადმყოფოში კი, დანარჩენი 3 პაციენტი.
ამავე თემაზე: