ახალი ამბები

1 მარტის დილამდე ვაკე-საბურთალოს და მთაწმინდის დიდ ნაწილს წყალმომარაგება არ ექნება

28 თებერვალი, 2018 • 2615
1 მარტის დილამდე ვაკე-საბურთალოს და მთაწმინდის დიდ ნაწილს წყალმომარაგება არ ექნება

1 მარტის დილის 7:00 საათამდე თბილისის ვაკე-საბურთალოსა და მთაწინდის რაიონების დიდ ნაწილს, ასევე, ზაჰესის სამ ქუჩას, მცხეთას, სოფელ წიწამურს, წეროვანის ტოლვილთა დასახლებას წალმომარაგება არ ექნება – ინფორმაციას GWP ავრცელებს.

როგორც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წერს, მიზეზია თბილისის და მცხეთის მკვებავ ქსელებზე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს განხორციელება, რის გამო, მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლაა აუცილებელი. შესაბამისად, 28 თებერვალ,ს დილის 10:00 საათიდან  1 მარტის, დილის 07:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

ნუცუბიძის ქუჩას და მიკრორაიონებს, სოფელ  თხივალას,  თამარაშვილის, მარგიანის, პიკასოს, შავგულიძის, ნადარეიშვილის,  მინდელის, ჯიქიას,(პოლიტკოვსკაიას) ო. ფხაკაძის, უნივერსიტეტის,  წყნეთის გზატ,  ჭავჭავაძის გამზ. N 33-75, N 74-82, ყიფშიძის ქუჩას წყნეთის გზატკეცილამდე, შატბერაშვილის, მარაბდის, ქობულეთის, კეკელიძის, მცხეთის, ქუთათელაძის, ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, რაზმაძის, გაზაფხულის ქუჩებს;
დაბა წყნეთს;

საბურთალოს რაიონში:

სოფ. დიღომი: ვაშაძის, ჭანტურიას, აღმაშენებლის, სთამარ მეფის, მესხის, გორგასლის ქუჩებს. დიღომი 7.
ვაჟა-ფშაველას ქუჩას, ჩიხებს  და კვარტლებს, ყაზბეგის გამზ.(შანხაის დასახლებას) სხირტლაძის, ქუთათალაძის, ლორთქიფანიძის,  ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის,  ქავთარაძის, მიცკევიჩის,  ზაქარიაძის,  ასათიანის,  გურიელის, დელისის, გამრეკელის, საბურთალოს, შარტავას, იოსებიძის, ხვიჩიას, პეკინის, ბულაჩაურის, კოსტავას ქუჩებს;

მთაწმინდის რაიონში:

რჩეულიშვილოს, ჟვანიას, ჯაფარიძის, გოგებაშვილის, მაყაშვილის, კერესელიძის, ჭოველიძის, გუნიას,ლარსის, თერგის, გალის, უმიკაშვილის, პ. კაკაბაძის, ტარიელის, ტყის, კ. მესხის,  რიწის, მთაწმინდის, ყიფიანის, ჭონქაძის, გერგეთის, სავანელის, ამაღლების,  ოქროყანის, შხეფის, ს. მესხის, ახვლედიანის, აბესაძის, აბოთბილელის, ხანძთელის, ბეთლემის, თუმანინანის, ახოსპირელის, დადიანის, ჩიტაძის, ოქროყანის, კოჯრის, შინდისის, წავკისის,  ბეთლემის , ბოლო აღმართის ქუჩებს; სოფელ ტაბახმელას, დაბა შინდისს და წავკისს;
გლდანის რაიონში:

ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, თავისუფლების და ავჭალის ქუჩებს.

ქ. მცხეთას, სოფ. წიწამურს, წეროვანის ტოლვილთა დასახლებას;

როგორც GWP წერს, მაგისტრალურ ქსელებზე შესრულებული სამუშაოების შედეგად წყალმომარაგების სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ვაკის, მთაწმინდის და საბურთალოს რაიონებში, ასევე, ქალაქ მცხეთაში – ნატახტრისა და წეროვნის დასახლებებში.

მათივე ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთების ძირითად ნაწილს ღამის საათებში ერთდროულად 4 მონაკვეთზე  განახორციელებენ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი