ახალი ამბები

კვირიკაშვილი:საქართველოს ეკონომიკა 2,5–დან 3 პროცენტამდე გაიზრდება

20 სექტემბერი, 2013 •
კვირიკაშვილი:საქართველოს ეკონომიკა 2,5–დან 3 პროცენტამდე გაიზრდება

მინისტრის განცხადებით, საპრზიდენტო არჩევნების შემდეგ ეკონომიკური პროცესები გააქტიურდება, დღეს ქვეყანაში ბევრი ბიზნესი პოლიტიკური სიტუაციის გამო მოლოდინის რეჟიმშია:

 

“მე არ ვამბობ, რომ 3- პროცენტიანი ზრდა არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა კარგი მაჩვენებელი იქნებოდა ის, რომ დაგეგმილი 6- პროცენტიანი ზრდისთვის მიგვეღწია. თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი ფაქტორის გამო ეს ვერ შესრულდა. ნომინალური ინფლაციის გათვალისწინებით, ეკონომიკა იზრდება და არ მცირდება, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ. პირველი ორი კვარტლის შედეგებით ეკონომიკური ზრდა 1,9 პროცენტია. მე გავაკეთე განაცხადი, რომ  ეკონომიკური ზრდა 2,5–3 პროცენტი იქნება. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჯერჯერობით დადასტურებული მონაცემი.”

 

ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ 2014 წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი იქნება: “ამის თქმის საფუძველს მაძელევს სამინისტროში და საინვესტიციო სააგენტოში არსებული პროექტები. კომპანიები ელოდებიან პოლიტიკურ სტაბილურიბას”.  

მასალების გადაბეჭდვის წესი