ახალი ამბები

“ნოტინგ ჰილის” მსახიობი ემა ჩამბერსი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

24 თებერვალი, 2018 •
“ნოტინგ ჰილის” მსახიობი ემა ჩამბერსი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

The Guardian-ის ცნობით, მსახიობი ემა ჩამბერსი, რომელმაც 1999 წელს ფილმში “ნოტინგ ჰილი” გამორჩეული სახე შექმნა, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი აგენტის განცხადებით, მსახიობი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ემა ჩამბერის ქმარი, იან დანი ასევე მსახიობია.

მსახიობის გარდაცვალებას მისი მეგობრები და კოლეგები უკვე გამოეხმაურნენ, მათ შორის მსახიობი ჰიუ გრანტი, რომლის უმცროსი დის როლს თამაშობდა ემა ჩამბერსი ფილმში “ნოტინგ ჰილი”.

“ემა ჩამბერსი შესანიშნავი, ძალიან თბილი ადამიანი და ბრწყინვალე მსახიობი იყო. ძალიან სამწუხარო ამბავია”,- წერს ჰიუ გრანტი.

ემა ჩამბერსის ფილმოგრაფია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი