ახალი ამბები

“იდენტობის” ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში ლგბტ პირთა მდგომარეობის შესახებ

19 სექტემბერი, 2013 •
“იდენტობის” ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში ლგბტ პირთა მდგომარეობის შესახებ

“ძალადობა საზოგადოების მხრიდან არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ლგბტ პირებთან მიმართებაში. ლგბტ პირები ხშირად არიან ძალადობის, თავდასხმისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ლგბტ პირები განიცდიან დისკრიმინაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას ისინი, ან პრევენცია მოახდინოს მათ შესაძლო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. ლგბტ პირთა დიდი ნაწილი მალავს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას სამსახურში იმის გამო, რომ მათზე არ მოახდინონ ზეწოლა, ან არ გაათავისუფლონ სამსახურიდან. ლგბტ ბავშვებს ფიზიკურად უსწორდებიან სკოლაში, მათ ცუდად ეპყრობიან საკუთარ ოჯახებშიც”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს. მათ შორის ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ შევიდეს შესწორება ადამიანის უფლებათა სტრატეგიულ დოკუმენტში და სამოქმედო გეგმაში, რათა აღნიშნული დოკუმენტი მოიცავდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. ასევე ერთ–ერთი რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ახალი, ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტური მოქმედება.

 

ანგარიში “იდენტობის” დაარსებიდან, 2010 წლის ნოემბრიდან –  2013 წლის სექტემბრამდე მომხდარ ფაქტებს მოიცავს. “იდენტობა” ინფორმაციის მოსაგროვებლად დაუკავშირდა როგორც კონკრეტულ პირებს, ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც ლგბტ უფლებებზე მუშაობენ, და ადამიანის უფლებათა დამცველებს. ანგარიშში ასევე გამოყენებულია მედიით გავრცელებულ ფაქტები ლგბტ პირთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

 

ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ “იდენტობის” ვებ–გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი