ახალი ამბები

ბულგარეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს

23 თებერვალი, 2018 • 3459
ბულგარეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს

„ევროკავშრი 2030 წელს“ („The EU in 2030”) – ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ესეების კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ, ვისაც ევროკავშირი და მისი სამომავლო პოლიტიკა აინტერესებს.

კონკურსის წესების თანახმად, ნაშრომი 3-5 გვერდს არ უნდა აღემატებოდეს და ინგლისურ ენაზე უნდა იყოს. კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილი კომისია. გამარჯვებული გამოცხადდება 2018 წლის აპრილში, რომელსაც  ბულგარეთში 4-დღიანი ტურით დააჯილდოვებენ.

ტურის ფარგლებში გამარჯვებულს საშუალება ექნება შეხვდეს შესაბამის პარტნიორებს, უკეთ გაეცნოს ბულგარეთის კულტურას, ისტორიას და მიიღოს ინფორმაცია ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოში პირველი თავმჯდომარეობის ფარგლებში ბულგარეთის პრიორიტეტებისა და აქტივობების შესახებ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ნაშრომების გაგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: embassy.tbilisi@mfa.bg ასლი კი: christiana.christova@mfa.bg. ასევე შესაძლებელია ნაშრომის გაგზავნა საელჩოს საფოსტო მისამართზე: თბილისი, გორგასლის III შესახვ., გასასვლელი 15, 0105 ან საელჩოს ფეისბუქზე: https://www.facebook.com/EmbassyBulgariaTbilisi/.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 30 მარტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი