საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით საკადრო ცვლილებები შეეხო როგორც თბილისს, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს. კერძოდ:
- ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა
- დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა
- კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა.
- შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა.
- სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა
“რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს, მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე მუშაობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგრძელებენ”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების განმარტებით, შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება.