ახალი ამბები

ე.წ. კიროვის კარხანაში ხანძარი ლოკალიზებულია – ცეცხლი საწყობებს წაეკიდა

21 თებერვალი, 2018 • 1495
ე.წ. კიროვის კარხანაში ხანძარი ლოკალიზებულია – ცეცხლი საწყობებს წაეკიდა

ე.წ. კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია და არ არსებობს ცეცხლის გავრცელების საშიშროება. ამის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია, სავარაუდოდ, ლეიბებისა და ლამინატების საწყობები – სულ 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობი. ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მათი ნაწილი ადგილზე დარჩება ხანძრის კერების სრულ ლიკვიდირებამდე.

ე.წ. კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც, რომელმაც ლენტით შემოსაზღვრა შემთხვევის ადგილი. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ხანძარი კიროვის ქარხანაში. 21.02.2018. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ე.წ. კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე საწყობები დაიწვა. ცეცხლის ჩაქრობას 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობდა. 21.02.2018. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი