ახალი ამბები

კვლევა – საწმენდი სითხეების რეგულარული გამოყენება ფილტვებს ვნებს

21 თებერვალი, 2018 • 2174
კვლევა – საწმენდი სითხეების რეგულარული გამოყენება ფილტვებს ვნებს

Newsweek -ის ცნობით, ახალი კვლევის თანახმად, ქიმიური სადეზინფექციო საწმენდი საშუალებების (cleaning sprays) რეგულარულმა გამოყენებამ შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას იმავე ხარისხის ზიანი მიაყენოს, რაც ყოველდღიურად ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევით მიადგებოდა.

კვლევა ბერგენის უნივერსიტეტში, ნორვეგიაში ჩატარდა. მასში 6 000 ადამიანი იყო ჩართული, რომელთა საშუალო ასაკი 34 წელია. კვლევაში ჩართულები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბოლო 20 წლის მანძილზე რეგულარულად იყენებენ საწმენდ საშუალებებს. კვლევა რესპირატორულ და კრიტიკული ზრუნვის მედიციანის ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, ფილტვის ფუნქცია მცირდება იმ ქალებში, რომლებიც რეგულარულად იყენებენ პროდუქტს, განსაკუთრებით ეს ეხება იმ ქალებს, ვინც დამლაგებლად მუშაობს. მათი ფილტვების მდგომარეობა იმ ადამიანების ფილტვების მდგომარეობაშია, ვინც ყოველდღიურად 20 ღერ სიგარეტს ეწევა.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებას ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ და მათ ნაცვლად საწმენდი ტილოები და წყალი გამოიყენონ.

შედეგების მიხედვით, იმ ქალებში, რომლებიც სადეზინფექციო საწმენდ საშუალებებს ხშირად იყენებენ. ფილტვის ფუნქცია მნიშვნელოვნად შემცირებულია. კვლევის თანახმად, მათთვის მეტია ასთმის განვითარების რისკი.

2017 წელს მსგავსი კვლევა ჩაატარეს ფრანგმა მეცნიერებმაც, კვლევის თანახმად იმ ექთნებში, რომლებიც სადეზინფექციო საშუალებებს მინიმუმ კვირაში ერთხელ იყენებდნენ, 24-32 %-ით გაეზარდათ ფილტვების დაავადების განვითარების რისკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი