ახალი ამბები

ჯენიფერ ლოურენსი აქტივიზმის გამო მსახიობობას ერთი წლით თავს ანებებს

19 თებერვალი, 2018 • 2538
ჯენიფერ ლოურენსი აქტივიზმის გამო მსახიობობას ერთი წლით თავს ანებებს

BBC -ის ცნობით, ოსკარის მფლობელი და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი მინიმუმ ერთი წლით მსახიობობას თავს ანებებს, რათა აქტივიზმს მიჰყოს ხელი.

“შიმშილის თამაშების” მსახიობი 12-თვიან პაუზას იღებს სამსახიობო კარიერაში, რათა მისი თქმით,”მეტი ახალგზრდა ადამიანი იყოს პოლიტიკურად აქტიური”

ჯენიფერ ლოურენსი რეჟისორ დევიდ ო. რასელთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის “Represent.Us” საბჭოს წევრია. ორგანიზცია კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის.

“ვაპირებ, რომ ამ ორგანიზაციასთან ერთად ვიმუშაო, რათა მეტი ახალგაზრდა ადამიანი იყოს პოლიტიკურად ჩართული ადგილობრივ დონეზე, ამას პარტიულ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. ეს ანტიკორუფციული სამუშაოა, რომელსაც საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება სხვადასხვა შტატში, რათა კორუფციის პრევენცია და ჩვენი დემოკრატიის გაუმჯობესება შევძლოთ”,- ამბობს მსახიობი.

ლოურენსი აქამდეც ცნობილი იყო პოლიტიკური აქტივიზმით. 2015 წელს ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ჰოლივუდში უთანასწორო ანაზღაურებაზე საუბარი დაიწყო. მან ასევე მონაწილეობა მიიღო 2018 წელს ლოს ანჯელესში გამართულ ქალთა მარშში, რომელიც ქალთა და თანასწორობის უფლებებს ეძღვნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი