ახალი ამბები

საკონსულო მომსახურებისთვის TBC-ის მსგავსი ჩატ ბოტის შექმნა იგეგმება

19 თებერვალი, 2018 • 1378
საკონსულო მომსახურებისთვის TBC-ის მსგავსი ჩატ ბოტის შექმნა იგეგმება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკონსულო მომსახურების მიმართულებით ე.წ. Chat Bot-ის ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა პარლამენტში.

“საკონსულო მიმართულებით ჩვენ ვფიქრობთ პირველად ქართული დიპლომატიის ისტორიაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას. ჩვენ გვინდა, რომ ჩეტ ბოტი განვავითაროთ საკონსულო მომსახურების მიმართულებით”, – განაცხადა ჯანელიძემ.

Chat Bot არის აპლიკაცია, რომელიც დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე შეკითხვებს ავტომატურ რეჟიმში სცემს პასუხს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი