ნახეთ, როგორ დახვდნენ პატიმრობიდან გათავისუფლებულ მუსტაფა ჩაბუქს სკოლა “სხივში”, სადაც დაპატიმრებამდე მასწავლებლად მუსაობდა:
- 19 თებერვალი: დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერი და მასწავლებელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობისაგან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
- ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უარი უთხრა ჩაბუქის ექსტრადიციაზე თურქეთს. პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
- დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს.
- 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ჩაბუქსითვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, თუმცა მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურებოდა.
- ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს.
- დემირელის კერძო კოლეჯის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ამბობს, რომ იგი პოლიტიკური პატიმარი იყო.
- “თამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი”, – განუცხადა ჟურნალისტებს მუსტაფა ემრე ჩაბუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 19 თებერვალს.
- დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.