ახალი ამბები

დარბაზში ადგილების სიმცირის გამო ჩაბუქის პროცესს მხოლოდ ერთი მედია ესწრება

19 თებერვალი, 2018 • 1758
დარბაზში ადგილების სიმცირის გამო ჩაბუქის პროცესს მხოლოდ ერთი მედია ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის პროცესი მიმდინარეობს. პირველმა ინსტანციამ მისი თურქეთში ექსტრადიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

პროცესი #12 დარბაზში ტარდება, რომელიც მანდატურის განმარტებით, მხოლოდ 10 ადამიანს იტევს, რის გამოც ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების დიდ ნაწილს მასზე დასწრების საშუალება არ ეძლევათ. ნეტგაზეთის ჟურნალისტის ინფორმაციით, დარბაზში ამჟამად მხოლოდ 20-მდე ადამიანი იმყოფება.

დარბაზში მედიიდან მხოლოდ პირველი არხის გადამღები ჯგუფი იმყოფება, რომელსაც, მანდატურების განმარტებით, დასწრების ნებართვა წინასწარ ჰქონდა დაწერილი. პროცესს ასევე ჩაბუქის მეუღლე, NGO-ებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი