ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სადილზე [ფოტო]

18 თებერვალი, 2018 •
მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სადილზე [ფოტო]

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ სადილს ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას თავად სააკაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/1854682277895478

“ამ წუთებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დასკვნით სადილზე. სადილის წამყვანმა ჩემი წარდგენისას იხუმრა, რომ აქ სადილის დასრულების საშუალება აუცილებლად მომეცემოდა (ქვეტექსტი დამსწრეებმა საკადრისად დააფასეს)” , – წერს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინული ოპოზიციური პარტია “ახალი ძალების ტალღის” ლიდერი  მიხეილ სააკაშვილი კიევში უკრაინის საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა 12 თებერვალს დააკავეს და სპეცრეისით პოლონეთში გაამგზავრეს. ამავე უწყების თქმით, სააკაშვილი სწორედ იმ ქვეყანაში გაგზავნეს, სადაც  უკრაინაში შესვლამდე იმყოფებოდა.

პოლონეთიდან კი სააკაშვილი ჰოლანდიაში გაემგზავრა.

მიხეილ სააკაშვილს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. მან საქართველოს მოქალაქეობა მაშინ დაკარგა, როდესაც ოდესის გუბერნატორის თანამდებობას დათანხმდა და უკრაინის მოქალაქე გახდა. უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან დაწყებული უთანხმოების შემდეგ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთ-უკრაინის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის შედეგად 2017 წლის სექტემბერში დაბრუნდა, 12 თებერვალს კი კიევი დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი