ახალი ამბები

სააკაშვილის მომხრეების მარში კიევში [LIVE]

18 თებერვალი, 2018 •
სააკაშვილის მომხრეების მარში კიევში  [LIVE]

უკრაინის დედაქალაქში “მომავლის მარში” მიმდინარეობს.

მანიფესტაციას უკრაინული ოპოზიციური პარტია “ახალი ძალების ტალღის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მართავენ და უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს გადადგომას ითხოვენ.

“მომავლის მარში” კიევში მეხუთედ იმართება.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა კიევში 12 თებერვალს დააკავეს და სპეცრეისით პოლონეთში გაამგზავრეს. ამავე უწყების თქმით, სააკაშვილი სწორედ იმ ქვეყანაში გაგზავნეს, სადაც უკრაინაში შესვლამდე იმყოფებოდა. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი.

მიხეილ სააკაშვილს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. მან საქართველოს მოქალაქეობაზე მაშინ დაკარგა, როდესაც ოდესის გუბერნატორის თანამდებობას დათანხმდა და უკრაინის მოქალაქე გახდა. უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან დაწყებული უთანხმოების შემდეგ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთ-უკრაინის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის შედეგად დაბრუნდა 2017 წლის სექტემბერში.

ამჟამად სააკაშვილი ჰოლანდიაში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი