ირანში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც დაახლოებით 60 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის თანახმად, თვითმფრინავი(ATR 72-500 ) ქვეყნის მთიან რეგიონში ქალაქ სემირომთან ჩამოვარდა. თვითმფრინავი, რომელიც ავიაკომპანია Aseman Airlines ეკუთვნის, თეირანიდან ქალაქ იასუჯის მიმართულებით მიფრინავდა.
წინასწარი ინფორმაციით, ჩამოვარდნის მიზეზი ცუდი ამინდი გახდა.