GPB-ის ბორდის 4 წევრის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა

GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრმა, სულხან სალაძემ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საკუთარი განცხადებით პარლამენტს 2018 წლის 9 თებერვალს მიმართა. საბჭოს 3 წევრს კი, მათ შორის, ბორდის თავმჯდომარეს, გრიგოლ გოგელიას და  წევრებს, გიორგი კოხრეიძეს და მარინა მუსხელიშვილს 2018 წლის 17 აპრილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა განაცხადი 2018 წლის 3 მარტის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.