ახალი ამბები

ცოლის ცემაში ბრალდებულ პატრულ–ინსპექტორს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა

16 თებერვალი, 2018 • 1493
ცოლის ცემაში ბრალდებულ პატრულ–ინსპექტორს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელების ბრალდებით დაკავებულ პატრულ-ინსპექტორ ლ.რ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეუფარდა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარე მოითხოვდა, რომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ლ.რ–სთვის სასამართლოს წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს გირაო 5 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ლ.რ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 4 იანვარს ბრალდებულმა  არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ.კ-ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

პროკურატურა ლ.რ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას ლ.რ-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ, კანონით დადგენილი წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი