ახალი ამბები

ხუდადოვის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

15 თებერვალი, 2018 • 1343
ხუდადოვის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დღეს, 16 თებერვალს თბილისში, ხუდადოვის ქუჩის 4 ნომერში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

შსს–ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილია 59 წლის კაცი, რომელსაც მეზობლების თქმით, ინსულტი ჰქონდა და ვერ მოასწრო სახლიდან გამოსვლა.

სააგენტოს ცნობით, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე დაიწვა ოთახები, სულ 70 მ2 ფართობის ტერიტორია.

სააგენტოს ცნობით, გამოძახება 18:03 საათზე შევიდა და პირველი სახანძრო მანქანა ადგილზე 5 წუთში მივიდა. ადგილზე მისული იყო 8 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი