ახალი ამბები

პოლიციელთა ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

12 სექტემბერი, 2013 • 995
პოლიციელთა ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

ორგანიზაციის ცნობით, ეს ადამიანი 3 აგვისტოს დააკავეს სარფის საბაჟოსთან, როდესაც ის თურქეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა:


“დაგვხვდა შავი ფერის ტოიოტას მარკის ავტომანქანა სერიის N775, 8 მამაკაცი და 1 ქალბატონი. წარმოადგინეს მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანის მიერ გაცემული ჩხრეკის ოქმი, რომელიც გაცემული იყო 29 ივლისს.  ავტომობილში მოხდა თითოეული ჩვენგანის გაშიშვლება და პირადი ნივთებიდან ამოღებული იქნა პრეპარატები. ჩხრეკა მოხდა საჯაროდ და დარღვეული იქნა კონფიდენციალობის პრინციპი, რა დროსაც ამოღებული პრეპარატები მიჩნეული იქნა, როგორც ნარკოტიკული საშუალებები, და ჩემგან მოითხოვდნენ საჯაროდ მეღიარებინა, თუ რა პრეპარატები იყო.  ჩხრეკა მოხდა გარე კაფეში 11:30 წთ-ზე. ჩხრეკის დროს პოლიციელების მხრიდან აღინიშნებოდა მუქარა: „მოვა ჩვენი უფროსი „ქურთი“ და მერე ვნახავთ, როგორ იჭიკჭიკებთ“. უფროსის, ე.წ. „ქურთის“    მოსვლის შემდეგ ჰქონდა მუქარას ადგილი, რა დროსაც მან განაცხდა: „შენ არ გაგიგია, კაფსულებში რომ არ არის ნარკოტიკული ნივთიერება და მერე რომ აღმოჩნდება?!“. აღნიშნული ჩხრეკის დროს, სტრესული გარმეოს ზემოქმედებით დამეწყო   მენსტრუალური ციკლი, რა დროსაც არ მომცეს საპირფარეშოში შესვლის უფლება, რამაც ჩამაყენა ძალიან გაუსაძლის და შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში”, – ეს არის ამონარიდი დაზარალებულის მონათხრობიდან.


იგი მიუთითებს, რომ ამოღებულ პრეპარატებზე ოქმის შედგენის შემდეგ გადაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც იძულებით ჩაუტარეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, გინეკოლოგიური და პროქტოლოგიური გასინჯვა, შემდეგ ჩაუტარეს ნარკოლოგიური შემოწმება და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მეორე დღის 22 საათამდე იმყოფებოდა.


“რამდენადაც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ითხოვდა აუცილებლად ანტირეტროვირუსული პრეპარატის მიღებას, მე პოლიციელებს ვთხოვდი, რომ დაუყოვნებლივ მოეწოდებინდათ ჩემთვის ეს პრეპარატები, რაზეც უარი განმიცხადეს… აღნიშნული არაადამიანური მოპყრობის მიზანი იყო, მეთანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი დამედო სხვადასხვა პირებისათვის, თითქოს მე მათგან ვიძენდი ნარკოტიკულ ნივთიერებას. მას შემდეგ, რაც გამათავისუფლეს, რამოდენიმეჯერ მოხდა პოლიციელთა დაკავშირება ჩემს მობილურ ტელეფონზე და ჩემგან მოითხოვენ, არ დავტოვო ქალაქი, ვინაიდან შესაძლოა მე გამოძიებას დავჭირდე,“ – აღნიშნავს დაზარალებული.

 

ხვალინდელი აქციის ორგანიზატორების თქმით, მსხვერპლი უკანონოდ იქნა დაკავებული, მასზე განხორციელდა  უკანონო იძულებითი ღონიძიებები, იძულებითი სამედიცინო მანიპულაციები, ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, რისი მიზანიც იყო პოლიციასთან თანამშრომლობა:


“მსხვერპლი დაკავებული იყო 32 საათის განმავლობაში, რა დროსაც მას არ მიეწოდებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატები. ფაქტი გასაჩივრებულია შსს-ს გენერალურ ინსპექციაში, რასაც რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია. პოლიციელთა მიერ შედგენილია ყალბი ექსპერტიზის დასკვნა, რის საფუძველზეც მსხვერპლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტზე. უფლებების დაღვევის ფაქტზე მასალები გადაგზავნილია სახალხო დამცველის აპარატში”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. 

 
აქცია 13 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი