ახალი ამბები

“გაბრძანდით გარეთ!” – აუდიტორია 115-ის აქცია პარლამენტში

15 თებერვალი, 2018 • 1515
“გაბრძანდით გარეთ!” – აუდიტორია 115-ის აქცია პარლამენტში

“აუდიტორია 115”-ის წევრებმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვაზე აქცია მოაწყვეს.

განხილვის დასრულების შემდეგ მათ ასწიეს ფურცლები, წარწერით “1209”, რაც სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა რაოდენობაა.

აუდიტორიის წევრმა გიორგი სოფრომაძემ განაცხადა, რომ ისინი მხარს არ უჭერენ კანონპროექტს.

https://www.facebook.com/netgazeti/videos/10156383067292044/

კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ მოუწოდა მათ, დაეტოვებინათ დარბაზი, რადგან კენჭისყრაში ხელს უშლიდნენ. კომიტეტმა მეორე მოსმენით მაინც დაუჭირა მხარი კანონპროექტს და განხილვა დაასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი