ახალი ამბები

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, სააკაშვილი პოლონეთში დააბრუნეს

12 თებერვალი, 2018 •
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, სააკაშვილი პოლონეთში დააბრუნეს

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გაგზავნეს.

ოლეგ სლობოდიანის განცხადებით, სააკაშვილი სწორედ იმ ქვეყანაში გაგზავნეს, სადაც  უკრაინაში შესვლამდე იმყოფებოდა. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა საზღვარი. მიხეილ სააკაშვილს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, მან საქართველოს მოქალაქეობაზე მაშინ თქვა უარი, როდესაც ოდესის გუბერნატორის თანამდებობას დათანხმდა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან დაწყებული უთანხმოების შემდეგ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შედეგად დაბრუნდა 2017 წლის სექტემბერში.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა დღეს, 12 თებერვალს დააკავეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი