ახალი ამბები

საქსტატი: 2013 წლის მეორე კვარტალში ქვეყნიდან –247 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია გავიდა

9 სექტემბერი, 2013 • • 1106
საქსტატი: 2013 წლის მეორე კვარტალში ქვეყნიდან –247 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია გავიდა

ეს მაჩვენებელი 3 პროცენტით მეტია 2013 წლის პირველი კვარტლის შედეგებზე, მაშინ ინვესტიციების მოცულობამ 226 მილიონი დოლარი შეადგინა. 

 

ფული
ფული

2013 წლის 6 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა – 458 მლნ დოლარია, რაც 2012 წლის დაუზუსტებული მაჩვენებლის 96 პროცენტია. 2012 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 479 მლნ დოლარია.

 

2013 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების ყველაზე მეტი მოცულობა ლუქსემბურგიდან შემოვიდა, მეორე ადგილზეა ჩინეთი, შემდეგ- ნიდერლანდები, თურქეთი, აზერბაიჯანი, აშშ, ყაზახეთი, შვეიცარია და ვირჯინიის კუნძულები. 

 

შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა 66 მილიონი აშშ დოლარი ენერგოსექტორში განთავსდა, 59 მილიონი აშშ დოლარი გადამამუშავებელ მრეწველობაში ჩაიდო, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობის სექტორში კი, 46 მილიონი აშშ დოლარი.

 

მშენებლობის სექტორში ინვესტიციების 17 პროცენტი მოდის მშენებლობის სექტორზე, 6 პროცენტი -საფინანსოზე, ხოლო 4 პროცენტი სხვა სფეროებზე ნაწილდება.  

 

სტატისტიკა
სტატისტიკა

რაც შეეება ინვესტიციების გადინებას, 2013 წლის მეორე კვარტალში ინვესტორთა მიმართ ვალდებულების შემცირებამ –247 მილიონი დოლარი შეადგინა.  პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი -100 მილიონი აშშ დოლარი იყო. სტატისტიკის თანახმად, 2013 წლის მეორე კვარტალში ინვესტორთა მიმართ ვალდებულების შემცირების მაჩვენებელი ბოლო 10 კვარტლის მონაცემებით ყველაზე მაღალია. 

 

2011 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი -106 მლნ აშშ დოლარი, მეორეში -86 მლნ აშშ დოლარი, მესამეში -121 მლნ აშშ დოლარი, ხოლო მეოთხე კვარტალში -166 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2012 წელს ეს მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: პირველ კვარტალში  -97 მლნ აშშ დოლარი, მეორეში -95 მლნ აშშ დოალრი, მესამეში -146 მლნ დოლარი, ხოლო მეოთხე კვარტალში -180 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი