ახალი ამბები

ლონდონის ერთ-ერთი აეროპორტი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო დაიხურა

12 თებერვალი, 2018 • 1581
ლონდონის ერთ-ერთი  აეროპორტი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო დაიხურა

ლონდონის ერთ-ერთმა აეროპორტმა(London City Airport) შენობასთან ახლოს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო შეაჩერა. საფრთხის შემცველი ობიექტი მდინარე ტემზაში კვირას, გრინვიჩის დროით 05:00-ზე იპოვეს.

სპიკერის განცხადებით, აეროპორტი მთელი დღის განმავლობაში დახურული იქნება, ყველა ფრენა კი გაუქმებულია. BBC-ის ცნობით, დაწესებულებამ მგზავრები გააფრთხილა, არ გამოცხადდნენ აეროპორტში და დამატებითი ინფორმაციისთვის შესაბამის ავიაკომპანიებს დაუკავშირდნენ. 12 თებერვალს აეროპორტი 16 000 მგზავრს უნდა მომსახურებოდა.

გვიან ღამით შესაბამისმა სამსახურებმა აეროპორტის ევაკუაცია განახორციელეს და გარშემო 214-მეტრიანი უსაფრთხოების ზონა მოაწყვეს. უსაფრთხოების რეკომენდაციები ახლომდებარე უბნების მცხოვრებლებსაც მიეცათ.

London City Airport საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც ქალაქის მასშტაბით სიდიდით მეხუთეა. გასულ წელს აეროპორტით 4.5 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი