ახალი ამბები

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია [ფოტო]

9 თებერვალი, 2018 • 3550
2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია [ფოტო]

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა სამხრეთ კორეაში, ქალაქ პიონჩანგში ტარდება. რიგით ოცდამესამე ზამთრის ოლიმპიადაზე სპორტის 15 სახეობა იქნება წარმოდგენილი. ოლიმპიური ცეცხლი კორეაში ბოლოს 30 წლის წინ ჩავიდა.

გახსნის ცერემონია ჰარმონიის, სიმშვიდისა და ერთიანობის თემას მიეძღვნა, ხოლო მისი მთავარი სიმბოლო თეთრი ვეფხვი სოორანგია, რომელიც კორეული კულტურის ერთ-ერთ მფარველად ითვლება.

წლევანდელ ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიმართება, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და, კინ იო ჩონგი ესწრება. მას სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯე ინი მასპინძლობს. 1953 წლიდან, კორეის ომის დასასრულიდან, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კიმის დინასტიის წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით ჩადის.

ზამთრის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის წარმომადგენლები არიან: სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური, მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოციგავე გიორგი სოღოიანი.

საქართველოს დელეგაცია 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე. პიოჩანგი, კორეა. 9 თებერვალი 2018 ფოტო: EPA-EFE/DIEGO AZUBE

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. პიოჩანგი, კორეა. 9 თებერვალი 2018 წელი. ფოტო: EPA-EFE/VASSIL DONEV

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. პიოჩანგი, კორეა. 9 თებერვალი 2018 წელი. ფოტო: . EPA-EFE/CHRISTIAN BRUNA

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. პიოჩანგი, კორეა. 9 თებერვალი 2018 წელი. ფოტო: EPA-EFE/DIEGO AZUBEL

 

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. პიოჩანგი, კორეა. 9 თებერვალი 2018 წელი. ფოტო: EPA-EFE/DANIEL

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. პიოჩანგი, კორეა. 9 თებერვალი 2018 წელი. ფოტო:EPA-EFE/DIEGO AZUBEL

მასალების გადაბეჭდვის წესი