თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან ადამიანი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ამავე მშენებლობაზე იყო დასაქმებული.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.