ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გადააყენეს

6 სექტემბერი, 2013 •
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გადააყენეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 6 სექტემბერს, 9 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო. მაუწყებლის შენობის წინ პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომელიც უკვე დაიშალა და ხვალ, შუადღისთვის განახლდება. აქციის მონაწილეები ბარათაშვილის გადაყენებას აპროტესტებენ.

 

სამეურვეო საბჭოს სხდომაზე შესვლა მხოლოდ media.ge-ს ჟურნალისტმა მოახერხა. მაუწყებლის დაცვის სამსახურმა სხვა ჟურნალისტები, მათ შორის “ნეტგაზეთის” რეპორტიორი, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე არ შეუშვა.

 

სხდომის დასრულების შემდეგ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ემზარ გოგუაძემ განაცხადა, რომ გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან ფინანსური პრობლემებისა და არხის პრიორიტეტების ინფორმაციის შესახებ არასრულყოფილი პასუხის მიღების გამო გაათავისუფლეს.

 

“ფინანსური საბუთები ვერ მოგვაწოდა გენერალურმა დირექტორმა. არ ახლდა ფინანსური დასაბუთება, დაგროვდა პრობლემები, რომლებსაც ძალიან რთულ შედეგამდე შეიძლება მიეყვანა საზოგადოებრივი მაუწყებელი,”- განაცხადა ემზარ გოგუაძემ. 

 

 

გიორგი ბარათაშვილი
გიორგი ბარათაშვილი

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს ფინანსური პრობლემები, რის გამოც საჭირო გახდა გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება, სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა უპასუხა:

 

“ასეთი გადაწყვეტილებები ჩვეულებრივ რეჟიმში არ მიიღება. ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ძალიან სერიოზული პრობლემები, რომელიც შეიძლება კლაფსშიც კი გადაიზარდოს,”- განაცხადა გოგუაძემ.

 

გოგუაძის თქმით,არ არის გამორიცხული, წლის ბოლოსთვის საზოგადოებრივ მაუწყებელში არხის ფინანსური საკითხების შესასწავლად ფინანსური პოლიცია შევიდეს.

 

“ბოლო ერთი წლის მოვლენებმა ჩვენ დაგვანახეს, არ არის საკმარისი რეჟიმი შემოწმებისა. ამისთვის სასურველია შემოვიდეს წელიწადში ერთხელ მაინც საფინანსო სამსახური. ამის შესახებ შესაბამის მოთხოვნას გავაკეთებთ,”- განაცახდა გოგუაძემ. 

 

მიუხედავად უფლებამოსილების ვადის ამოწურვისა, სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე. გოგუაძის თქმით, გახელაძე ნინო დანელიას იურიდიული წარმომადგენელი იყო, რადგან დანელია საქართველოში არ იმყოფებოდა. იურიდიულად თავისი წარმოამდგენელი ჰყავდა სამეურვეო საბჭოს წევრ, ნატალია დვალსაც. ნინო დანელია და ნატალია დვალი სხდომას ვიდეოხიდის საშუალებით ერთვებოდნენ.

 

გოგუაძის თქმით, სამეურვეო საბჭომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თამაზ ტყემალაძის კანდიდატურა დაამტკიცა. ტყემალაძე მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო 2013 წლის აპრილიდან. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭომ მხარი 8 ხმით ერთის წინააღმდეგ დაუჭირა. საბჭოს წევრმა, ნინო დანელიამ თავი შაიკავა. 

 

გიორგი ბარათაშვილი სამეურვეო საბჭომ პირველად 6 თვის წინ გადააყენა, თუმცა, იგი თბილისის საქალაქო სასამართლომ თანამდებობაზე მალევე აღადგინა. გოგუაძის თქმით, ბარათაშვილს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს 40 დღის ვადაში ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება.  გენერალური დირექტორის კანდიდატების წარსადგენად კონკურსი 10 დღის ვადაში გამოცხადდება, 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი