ახალი ამბები

სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

6 სექტემბერი, 2013 •
სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

 

 

საქმეს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე განიხილავს, ხოლო ზურაბიშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ქეთი კრაწაშვილი, ასევე, ლიკა წიკლაური და გიორგი გოცირიძე იცავენ.

 

“ველოდები კანონის აღსრულებას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოს დაწყებამდე.

 

ქეთი კრაწაშვილის კი ამბობს, რომ ზურაბიშვილის სარჩელი აბსოლუტურად დასაბუთებული და კონსტიტუციურია.

 

“თუ სასამართლო ობიექტური იქნება, მან უნდა მიიღოს ჩვენთვის საურველი გადაწყვეტილება, თუმცა დაველოდოთ”, – განაცხადა მან.

 

ცესკომ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია, საპრეზიდენტო სუბიექტად რეგისტრაციაზე უარი 3 სექტემბერს უთხრა. ცესკოს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, მათ შორის საია და “სამართლიანი არჩევნები” არ ეთანხმებიან. ზურაბიშვილმს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი