გამოძიების ცნობით, ბორის მიქავამ მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ე.წ. “კანიონის” ტერიტორიაზე მდებარე 2500 კვ.მ ფართობის მიწის მასივის გასხვისებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დახმარებისა და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 5000 ლარი. ასევე, შსს-ს ინფორმაციით, იგი მიწის შეძენით დაინტერესებულ პირს დაპირდა, რომ გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას და მისცემდა საშუალებას ზემოთხსენებულ ტერიტორიაზე მშენებლობა დაეწყო კანონით სავალდებულო სამშენებლო ნებართვისა და პროექტის დამტკიცებამდე.

 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *