ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი ლატვიაში გაემგზავრება

5 სექტემბერი, 2013 • • 959
ბიძინა ივანიშვილი ლატვიაში გაემგზავრება

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან,  ანდრის ბერზინშთან და პრემიერ-მინისტრ ვალდის დომბროვსკისისთან. ასევე შეხვედრები გაიმართება ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან, სოლვიტა აბოლტინასთან და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისთან. ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ლამბერტო ზანიეს შეხვდება. 

 

7 სექტემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრება რიგის კონფერენციის დისკუსიას– “აღმოსავლეთის პარტნიორობა ვილნიუსიდან რიგამდე, გასავლელი გზა” და კონფერენციის დასკვნით დისკუსიას– “რა არის ევროკავშირის სტრატეგიული ხედვა.”

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ყვავილების გვირგვინით შეამკობს თავისუფლების მონუმენტს და მოინახულებს ლატვიის ოკუპაციის მუზეუმს. 

 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,  ევროპულ და  ევროატლანტიკურ  სივრცეში  სახელმწიფო  მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და  საქართველოს    ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი