ახალი ამბები

სააკაშვილი: თუ საქართველოში დამაპატიმრებენ, ჩემი მხარდამჭერები ხელისუფლებას დაამხობენ

8 თებერვალი, 2018 • 4971
სააკაშვილი: თუ საქართველოში დამაპატიმრებენ, ჩემი მხარდამჭერები ხელისუფლებას დაამხობენ

თუ საქართველოში დამაპატიმრებენ, დარწმუნებული ვარ, ჩემი მხარდამჭერები ხელისუფლების დაამხობენ და გამათავისუფლებენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ Liberation-თან ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას დიდი მხარდაჭერა აქვს ქართულ ჯარში და პოლიციაში, ხოლო საქართველოს ხელისუფლება სუსტია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ მისი ბრძოლა არ არის ხუმრობა.

“ძველი მოსამართლეები ერთი წლის განმავლობაში ეძებდნენ კორუფციული გარიგებებისა და ოფშორული ანგარიშების კვალს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ჩემი მმართველობის დროს იყო ნულოვანი კორუფცია. ამიტომაც ისინი მადანაშაულებენ იმისთვის, რომ გამოვიყენე შეწყალების უფლება. არცერთ ქვეყანას შეუძლია აუკრძალოს პრეზიდენტს, განახორციელოს მისი კონსტიტუციური უფლება! ხალხმა ეს იცის,” – ამბობს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ დასავლური ქვეყნები მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებენ, მაგრამ უკრაინის გენერალური პროკურორი ამას პოლიტიკას უწოდებს:

[red_box]”თუ ისინი საქართველოში დამაბრუნებენ და დამაპატიმრებენ, დარწმუნებული ვარ, ჩემი მხარდამჭერები ხელისუფლებას დაამხობენ.”[/red_box]

26 იანვარს კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სააკაშვილს საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე ეკრძალება სახლიდან გასვლა. ასევე, მას არა აქვს პროკურორის ნებართვის გარეშე კიევიდან გასვლის უფლება. გამოცემა “ტაიმმა” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2018 წლის გეოპოლიტიკურ ძებნილთა ტოპ 5-ში დაასახელა.

ყველა სიახლე მიხეილ სააკაშვილის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი