ახალი ამბებიეკონომიკა

“ბიტკოინი საპნის ბუშტია” – ეკონომისტი, რომელიც 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისს პროგნოზირებდა

6 თებერვალი, 2018 • 7694
“ბიტკოინი საპნის ბუშტია” – ეკონომისტი, რომელიც 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისს პროგნოზირებდა

“ბიტკოინი ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტია,”-ასე აფასებს კრიპტოვალუტას ეკონომისტი ნურიელ რუბინი, რომელმაც 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იწინასწარმეტყველა.

ეკონომისტის შეფასებით, ერთ დღეში ვალუტის 12%-ით გაუფასურება ამტკიცებს, რომ ბიტკოინი საპნის ბუშტია.

ნურიელ რუბინი განმარტავს, რომ ათასზე მეტი კრიპტოვალუტა არსებობს და მათ უმეტესობას ბიტკოინზე ნაკლები ღირებულება გააჩნია და თუ ბიტკოინის საპნის ბუშტობაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ ეს საპნის ბუშტი ორჯერ და სამჯერ უფრო მძლავრია.

ნურიენ რუბინი ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორია. ის ასევე იყო თეთრი სახლის საბჭოს უფროსი ეკონომიკური მრჩეველი. საერთაშორისო მაკროეკონომიკურ საკითხებზე უამრავი კვლევისა და წიგნის ავტორია.

2017 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასმა 20 ათას აშშ დოლარს მიაღწია. დღეს კი მისი ღირებულება დაახლოებით 6 800 აშშ დოლარია. კრიპტოვალუტის გაუფასურებას სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებენ. აშშ-ში გამოიძიება დაიწყეს, უკავშირდებოდა თუ არა საბაზრო მანიპულაციებს ბიტკოინების ფასის ზრდა 2017 წელს. ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა არცერთ კრიპტოვალუტას კანონიერად არ ცნობს. Facebook-მა ქსელში კრიპტოვალუტების რეკლამირება აკრძალა. ბიტკოინის მსგავსად, ბოლო პერიოდში სხვა კრიპოვალუტებიც- ეთერიუმი, რიფლი, ლაიტკოინიც გაუფასურდა. დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ნობელის პრემიის ლაურეატმა რობერტ შილერმა ბიტკოინს ექსპერიმენტი უწოდა.

“ბიტკოინები საინტერესო ექსპერიმენტია, თუმცა ის ჩვენს ცხოვრებაში მუდმივარ არ დარჩება,”-განაცხადა ეკონომისტმა.

ამ დრომდე ბიტკოინი არცერთ ცენტრალურ ბანკს არ უღიარებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი