ახალი ამბები

ევროკავშირის კვლევა: საქართველო მედიის თავისუფლების ინდექსით ლიდერობს

4 სექტემბერი, 2013 •
ევროკავშირის კვლევა: საქართველო მედიის თავისუფლების ინდექსით ლიდერობს

პრესის თავისუფლების ინდექსის კვლევა აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში ჩატარდა.  საპილოტე პროექტის შედეგები მედიის წარმომადგენლებს კიევში გააცნეს.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოლდოვა მოჰყვება, მესამე ადგილზე კი სომხეთია. ქვეყანაში ძლიერი ავტორიტარული ტენდენციებით კი უკრაინა აზერბაიჯანსა და ბელორუსზე წინ დგას.

მონიტორინგი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი