ვენეციაში რამდენიმე პატარა არხი დაშრა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია , ასევე, სოციალურ ქსელში თვითმხილველები წერენ.
ვენეციაში პატარა არხების დაშრობას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ერთ-ერთია სუპერლურჯი და სუპერსისხლიანი მთვარე, რამაც გავლენა წყლის მიმოქცევაზე იქონია. მაგალითად, მიმოქცევის არასტაბილურობის გამო ქალაქის ერთ ნაწილში, რომელიც “Aqua Alta”-ს სახელითაა ცნობილი, წყლის დონემ აიწია, ხოლო ვენეციის ჩრდილოეთით არსებული პატარა არხები დაშრა.
MeteoAnsa-ის ინფორმაციით, არხების დაშრობაზე გავლენა იქონია იანვრის თვეში წვიმების სიმცირემაც, რის გამოც, ბოლო კვირის მონაცემებით, ვენეციაში წყლის დონემ 60 სანტიმენტრით დაიწია.
გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციაში არხების დაშრობა და წყლის დონის დაცემა ხშირი მოვლენა არაა, მსგავსი შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა, მაგალითად, 2016 წელს წყლის დონემ 66 სანტიმენტრით დაიწია, ხოლო 2008 წელს ნიშნული გაუტოლდა წყლის დონიდან -90 სანტიმეტრს.
Some of Venice's famous canals have dried out after weeks of no rain and unusually low tides caused by the #SuperBlueBloodMoon https://t.co/628ouA3oT4 pic.twitter.com/LkvyJrInRs
— Daily Sabah (@DailySabah) February 2, 2018
Venice's canals have dried up due to low tides, forcing its famous gondolas to park on muddy ground. pic.twitter.com/XN1vcxFeTP
— CCTV (@CCTV) February 4, 2018
Venice's Famous Canals Dry Up After Super Blue Blood And Weeks Without Rainhttps://t.co/8HkMmJc2ZV pic.twitter.com/3IFQGXfl5c
— 9GAG ❤️ Memeland (@9GAG) February 2, 2018
https://twitter.com/JoshuaSFouts/status/959601168317140994