მაღაზიების ძარცვის ბრალდებით ავსტრიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ბრალდებულს ბრალი ძვირადღირებული პარფიუმერიის მოპარვაში ედება, რომელთა ღირებულება მთლიანობაში არანაკლებ 6 000 ევროს შეადგენს.
საქართველოს მოქალაქეები ბრალს არ აღიარებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში ამ საკითხზე შეტყობინება არ შესულა.