ახალი ამბები

ამბასადორიალის პარალელურად იპოთეკით მოსარგებლეთა აქცია მიმდინარეობს

3 სექტემბერი, 2013 • 1044
ამბასადორიალის პარალელურად იპოთეკით მოსარგებლეთა აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეები მთავრობის წევრებთან, ასევე, პრემიერ ბიძინა იავნიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის ერთ–ერთი მონაწილე ლია ნიკურაძე აცხადებს, რომ მათი მოთხოვნაა ბინებიდან გამოსახლების პროცესის შეჩერება და იმ ტიპის მოქალაქეებისთვის, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხის გამოყოფა. მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით იპოთეკის გამო გამოსახლება დაახლოებით 300 000 ადამიანს ემუქრება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ქმედით ზომებს არ მიიღებს და სესხის გამოყოფას არ უზრუნველყოფს, პრობლემა ძალიან მასშტაბურ სახეს მიიღებს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დღესვე მსგავსი აქცია ქუთაისში, პარლამენტის წინაც გაიმართება.

სასტუმრო “რედისონში” ამ წუთებში ამბასადორიალი მიმდინარეობს, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრები საზღვარგარეთ საქართველოს დიპოლმატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებსა და ელჩებს ხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი