ახალი ამბები

სირიაში რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

4 თებერვალი, 2018 • 1586
სირიაში რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი Su-25 სირიაში ჩამოაგდეს. BBC წერს, რომ რუსული თვითმფრივანი სირიელი მეამბოხეების კონტროლირებად იდლიბის პროვინციაში ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩამოვარდნის შემდეგ პილოტი გადარჩა, თუმცა შემდეგ მოკლეს. BBC-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საბრძოლო თვითმფრინავი დაცემისთანავე ფეთქდება. რუსეთის თავდაცვის მინისტრი კი ამბობს, რომ  პილოტმა გაქცევა მოასწრო, შემდეგ კი ტერორისტებთან ბრძოლისას დაიღუპა.

რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება სირიაში/ფოტო: EPA-EFE/ABDALLA SAAD

საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა სირიაში მოქმედმა ერთ-ერთმა დაჯგუფებამ “ჰაიატ თაჰრირ ალ-შამამ” აიღო. ეს დაჯგუფება სირიის ამ ნაწილში წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელით მოღვაწეობს. რუსული მხარის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ გარდაცვლილი სამხედროს ცხედრის მისაღებად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი