ახალი ამბები

სტენფორდის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა თაგვებში სიმსივნე გააქრეს

3 თებერვალი, 2018 • 15510
სტენფორდის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა თაგვებში სიმსივნე გააქრეს

სტენფორდის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა დაავადებულ თაგვებში ტ ლიმფოციტის გააქტიურებით სიმსივნის ის მეტასტაზებიც გააქრეს, რომელიც ორგანიზმში ყველაზე შორს იყო წასული. ამის შესახებ ინფორმაციას სტენფორდის მედიცინის სკოლა ავრცელებს.

იმუნიტეტის მასტიმულირებელი ორი ბიოლოგიური აგენტის მცირე დოზით დაავადებული თაგვების ორგანიზმებში შეყვანამ ცხოველთა ორგანიზმში ყველაზე შორს წასული მეტასტაზების გაქრობაც გამოიწვია. მკლევრების თქმით, მეთოდმა იმუშავა კიბოს სხვადასხვა სახეობებზე, მათ შორის იმათზე, რომლებიც სპონტანურად ჩნდებიან.

როგორც სტნეფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერები ამბობენ, მათ სჯერათ, რომ მსგავსი  ბიოლოგიური აგენტების სხეულში ლოკალურად შეყვანა კიბოს მკურნალობას სწრაფსა და შედარებით იაფს გახდის. გარდა ამისა, მეთოდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ორგანიზმის  სრული სტიმულიზაციისგან განსხვავებით, ლოკალურ სტიმულიზაციას უკუჩვენება არ აქვს.

“როდესაც ერთდროულად  ვიყენებთ ორ ასეთ აგენტს, ჩვენ ვაკვირდებით მთელი სხეულის მასშტაბით სიმსივნის ელიმინაციას. ამ მეთოდის გამოყენებით აუცილებელი არ არის იმუნიტეტის სრული აქტივიზაცია”- განაცხადა პროფესორმა რონალდ ლევიმ.

ერთ-ერთი აგენტი, რომელიც თაგვებზე ჩატარებული კვლევისას გამოიყენებოდა, ადამიანებისთვის უსაფრთხოა, თუმცა მეორე ტიპის აგენტის გავლენას ადამიანის სხეულზე ჯერ კიდევ სჭირდება ბოლომდე შესწავლა. სტენფორდის უნივერსიტეტის ცნობით, იანვრიდან რამდენიმე კლინიკამ დამოუკიდებლად დაიწყო ამ მეთოდის შემოწმება ლიმფომით დაავადებულ პაციენტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი