ახალი ამბები

თსუ-ის საიუბილეო მონეტა ერთ დღეში სრულად გაიყიდა

2 თებერვალი, 2018 • 3800
თსუ-ის საიუბილეო მონეტა ერთ დღეში სრულად გაიყიდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული 5 ლარის ნომინალის საიუბილეო მონეტა სრულად გაიყიდა. სებ-მა ვერცხლის  მონეტა გუშინ წარადგინა. საკოლექციო მონეტის შეძენა ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიის მეშვეობით ხდებოდა. ეროვნული ბანკის პრესამსახურის ინფორმაციით, მონეტების მარაგი ყველგან ამოიწურა. მონეტის ღირებულება 95 ლარი იყო. მონეტა 15.5 გრამს იწონის, დიამეტრი კი 33 მილიმეტრს შეადგენს.

5 ლარის ნომინალის მონეტის ესკიზის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც დიზაინერმა ნინო გოგუაძემ გაიმარჯვა. სებ-ის ინფორმაციით, ის ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 100 წელი 2018 წლის 8 თებერვალს უსრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი