31 იანვარს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან სამ ასტრონომიულ მოვლენას ერთდროულად აკვირდებოდნენ. ეს მოვლენა ბოლოს 1866 წელს დაფიქსირდა. ლურჯი მთვარე (მეორე სავსე მთვარე კალენდარული თვის მანძილზე), სუპერმთვარე (როდესაც მთვარე დედამიწასთან ახლოსაა და ის უფრო დიდი და კაშკაშა ჩანს) და სისხლიანი მთვარე (მოვლენა მთვარის დაბნელების დროს, როდესაც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს წითელი შეფერილობა აქვს)- ერთმანეთს დაემთხვა. კარგი ხილვადობის პირობებში სამივე მოვლენა ჩანდა, თუმცა ქვეყნების ნაწილში, მათ შორის, საქართველოში, სუპერმთვარე მეტად ხილვადი იყო.
“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს მსოფლიოს ქალაქებიდან, სადაც უნიკალურ მოვლენებზე დაკვირვება მილიონობით ადამიანს შეეძლო:











