ახალი ამბები

თბილისში ორი არასრულწლოვანი დაჭრეს

31 იანვარი, 2018 • 2431
თბილისში ორი არასრულწლოვანი დაჭრეს

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 20:30 საათისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი არასრულწლოვანი მიიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” რესპუბლიკურ საავადმყოფოში  დაუდასტურეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა საბურთალოზე მოხდა. გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ დაჭრილი არასრულწლოვნების მდგომარეობა სტაბილურია. ორივე პაციენტს გულმკერდის მარცხენა არეში აქვს მიყენებული ნაკვეთი ჭრილობა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ოპერაციის ჩატარების საჭიროება არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი