ახალი ამბები

“საქართველოს ბანკის” ვაშლიჯვრის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

26 აგვისტო, 2013 •
“საქართველოს ბანკის” ვაშლიჯვრის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

“დაახლოებით ერთი საათის წინ საქართველოს ბანკის ვაშლიჯვრის ფილიალში ერთი პირი შეიჭრა, მას ნიღაბი ეკეთა და იყო შეიარაღებული/ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მეტი დეტალი საქმესთან დაკავშირებით ჯერ ცნობილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება”, – განაცხადა “საქართველოს ბანკის” პრესსამსახურის უფროსმა, სოფო ბალავაძემ. 

 

ეს “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 5 ივლისს დიღმის მასივში მდებარე ფილიალს, ხოლო ოთხი დღის წინ ყაზბეგის გამზირზე მდებარე ფილიალს დაესხნენ თავს. როგორც სოფო ბალავაძე აცხადებს, ბანკის ფილიალებზე დაფიქსირებული შემთხვევების დიდი ნაწილი გახსნილია:

 

“პრაქტიკულად, უმეტეს შემთხვევაში, როცა ბანკზე თავდასხმა მოხდა, საქმე გაიხსნა, ჯერჯერობით ძიება მიმდინარეობს ბოლოს, ყაზბეგის გამზირზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით და დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით”, – აღნიშნა სოფო ბალავაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი