ახალი ამბებიეკონომიკა

ქუმსიშვილის თქმით, მთავრობის მიზანი წიაღისეულის მოპოვებაში ბიზნესის სტიმულირებაა

25 იანვარი, 2018 • 1869
ქუმსიშვილის თქმით, მთავრობის მიზანი წიაღისეულის მოპოვებაში ბიზნესის სტიმულირებაა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია, ბუნებრივი რესურსების მიმართულებით საქართველოს ექპორტის პოტენციალი გაიზარდოს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს მიმართულება ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია. დღეის მდგომარეობით, ჩვენი საექსპორტო პოტენციალის და რეალური ექსპორტის 30%-ზე მეტი მოდის სასაქონლო პროდუქტებზე. ჩვენი ამოცანაა, რომ აღნიშნული პროდუქტების მიმართულებით მოხდეს მაქსიმალური დამატებითი ღირებულების შექმნა.  ამავდროულად, მოხდეს სწორი ათვისება იმ წიაღისეული რესურსების, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, და ასევე ბიზნესის სტიმულირება ამ მიმართულებით,” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ 25 ნოემბერს გამართულ  სხდომაზე მხარი დაუჭირა შეთანხმებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომლის ექსპერტული კვლევების საფუძველზეც შემუშავდება წიაღთან დაკავშირებული ახალი სახელმწიფო პოლიტიკა და სტრატეგია. მთავრობის განცხადებით,   მომზადდება ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელშიც აისახება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი