ამის შესახებ დღეს გამართული პრესკონფერენციაზე რეგიონალური განვითებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა:

 

“პირველი ინიციატივა  – სტიქიური მოვლენების პრევენციას, მეორე – ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, მესამე – სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესებას გულისმობს. ჩვენმა საქმიანობამ და რეგიონებში ჩატარებულმა მონიტორინგმა დაგვანახა, რომ საქალაქო ტიპის დასახლებებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობით გამოწვეული წყალმოვარდნები და მეწყერებია. სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარი უჯდება სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, შესაბამისად, სახელმწიფოს პრიორიტეტი ასეთი მოვლენების პრევენცია უნდა იყოს. ჩვენ მივმართავთ ადგილობრივ  მუნიციპალიტეტებს, მომავალი წლის სამუშაოებში გასათვალისწინებლად, წარმოგვიდგინონ სანიაღვრე არხებისა და მეწყერსაშიში ადგილების გამაგრების წინადადებები, რათა  საჭირო სამუშაოები დროულად ჩატარდეს“.  

 

მინისტრის განცხადებით, საჯარო ინფრასტრუქტურას, ტურისტული და კულტურული ადგილების მიმდებარედ, სამინისტრო წელსაც აწესრიგებს, მაგრამ, ამ მიმართულების მეტი ხელშეწყობისთვის, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა თავად უნდა გამოყოს მის ტერიტორიაზე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული/კულტურული ადგილის მიმდებარე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საჭიროებები. ეს ითვალისწინებს წყალმომარაგების სისტემის, მისასვლელი გზების, პარკირებისა და საპირფარეშოების მოწყობას, რაც ტურისტებისთვის ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს. 

 

„მონიტორინგმა აჩვენა, რომ წყალმომარაგება სოფლებისთვის მთავარი საწუხარია. სამინისტრო ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის შედეგადაც შეივსება 2007 წელს მიღებული ცვლილებით შექმნილი ვაკუუმი, და 1 იანვრიდან სოფლის წყალი მუნიციპალიტეტების საკუთრება გახდება. ეს იქნება ერთი დიდი ნაბიჯი დეცენტრალიზაციისკენ. ამასთან, იმისთვის, რომ ეს საქმე მუნიციპალიტეტებს მძიმე ტვირთად არ დააწვეს, პირველ ეტაპზე სამინისტრო მათ მაქსიმალურად დაეხმარება“– განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

მისი თქმით, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნები მუნიციპალიტეტებს უახლოეს დღეებში დაეგზავნება.  დამტკიცებული სამუშაოები მომავალი წლიდან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *