ახალი ამბები

თურქეთი საქართველოს პირველ სავაჭრო პარტნიორად რჩება

26 აგვისტო, 2013 •
თურქეთი საქართველოს პირველ სავაჭრო პარტნიორად რჩება

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (830 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (715 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (411 მლნ. აშშ დოლარი).

 

2013 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 387 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 26 პროცენტი.

 

ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 143 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 10 პროცენტს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 70 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 5 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკა
სტატისტიკა

 

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარ-ივლისში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 472 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა.

 

მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 409 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 10 პროცენტი იყო. მესამე ადგილზეა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 158 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4 პროცენტი).

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1491 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 

 

ეს სტატისტიკა კი  წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6 პროცენტით ნაკლებია. ექსპორტი ამ ქვეყნებში 258 მლნ. აშშ დოლარი იყო (16 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1233 მლნ. აშშ დოლარი (10 პროცენტით ნაკლები).

 

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 17 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-ივლისში, შესაბამისად, 28, 17 და 31 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო
დეფიციტის 36 პროცენტი (2012 წლის იანვარ-ივლისში 37 პროცენტი).

 

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ-ივლისში 1883 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2012 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 6 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 824 მლნ. აშშ დოლარს (22 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 1059 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (4 პროცენტით ნაკლები).

 

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 56 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-ივლისში, შესაბამისად, 31, 50 და 25 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 9 პროცენტი (2012 წლის იანვარ–ივლისში 14 პროცენტი). 2013 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 45 პროცენტით შემცირდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი