ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისში მერიის გადაწყვეტილებით სამი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას წყვეტს

25 იანვარი, 2018 •
თბილისში მერიის გადაწყვეტილებით სამი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას წყვეტს

თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღები დღეიდან ფუნქციონირებას წყვეტს. მერიის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბაღების შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის სპეციალისტების დასკვნით, არადამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტომ საბავშვო ბაღების მონიტორინგისას შეისწავლა ბაღების შენობების მდგრადობის საკითხი, ბოლო 4 წლის მანძილზე აშენებული ბაღების გამოკლებით. მათივე თქმით, ამ ეტაპზე კვლევა ჩაუტარდა ყველა იმ შენობას, რომელთა მდგომარეობა, ერთი შეხედვით, იწვევდა ეჭვს მათი ავარიულობის შესახებ”.

რაც შეეხება N19, N84 და N125-ე ბაღებს, სამხარაულის ბიუროს ექსპერტების შეფასებით, საჭიროა აღნიშნულ შენობებს ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერებითი და სხვა თანმდევი სამუშაოები, ხოლო არსებული მდგომარეობით ბაღების ექსპლუატაცია მიზანშეუწონლად მიიჩნევა.

სააგენტოს თქმით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, სამივე საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაუყონებლივ შეჩერებულიყო, ხოლო 29 იანვრიდან აღნიშნული ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები რაიონში არსებულ სხვა საბაშვო ბაღებში გადანაწილდებიან, რის პარალელურადაც დაიწყება ბაგა-ბაღების შენობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი