ახალი ამბები

41 936 აბიტურიენდიტან 28 401 სტუდენტი გახდა

25 აგვისტო, 2013 •
41 936 აბიტურიენდიტან  28 401  სტუდენტი გახდა

2013 წელს უმაღლეს სასწავლებლებში  მისაღები კონტიგენტი  39 566 ადგილით იყო განისაზღვრული. აბიტურიენტთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ აბიტურიენტების რაოდენობა უპრეცედენტოა.

 

შედეგების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებში 11 165 ადგილი დარჩა.გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მაია გაბუნიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ წელს იმ აბიტურიენთა რაოდენობა განსაკუთრებულად მაღალია, ვინც ზღვარის გადალახვის შემთხვევაში სტუდენტი გახდა. 700–მდეა მათი რიცხვი, ვინც ზღვარი გადალახა და მაინც ვერ მოხვდა უმაღლეს სასწავლებელში. 

 

შედეგების მიხედვით 2013 წელს 10 000–ზე მეტმა აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.

 

“წინა წლებთან მიმართებაში პროცენტულად იგივეა იმ აბიტურიენტების რაოდენობა, ვინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, მაშინ, უბრალოდ, აბიტურიენტების რაოდენობა იყო ნაკლები. კონკურსს გამოთიშულთა რაოდენობა დიდად არ შეცვლილა. წელს ძალიან დიდი ნაწილია ისეთი აბიტურიენტების, ვინც ზღვარი გადალახა და ჩაირიცხა. ასეთი მაღაღი პროცენტი ზღარგადალახულთა ჩარიცხვის წელს ფიქსირდება. დაახლოებით 700 აბიტურიენტი იყო, ვინც ზღვარი გადალახა და ვერ ჩაირიცხა”– განუცხადა “ნეტგაზეთს” მაია გაბუნიამ.

 

2013 წელს უმაღლესის სასწავლებლების ჩამონათვალი ლიმიტირებული არ იყო. აბიტურიენტს სურვილის მიხედვით შეეძლო განესაზღვარა უმაღლესის სასწავლებლების და ფაკულტეტების რაოდენობა. 

 

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს, 25 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი