“დღეს, როცა შესრულდა ეპისკოპოსად კურთხევის 50 წელი, მე შემიძლია ვთქვა–დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის. ამ წლების მანძილზე ბევრი მიფიქრია, ბევრი გაგვიკეთებია და უფრო ბევრი შეცდომები დაგვიშვია. მე რით შემიძლია ვიამაყო? მე შემიძლია ვიმაყო, კი არ ვიამაყო, ვაღიარო, ჩემი ცოდვებით, ჩემი უძლურებით, მაგრამ ბრძენმა ხალხმა თქვა, მე გავაკეთე ის, რაც შემეძლო და სხვამ გააკეთოს ჩემზე უკეთესად. ეპისკოპოსობა არის მოწამეობა და ეს 50 წელი იყო მოწამეობრივი წლები. ამიტომაც მე ვმადლობ უფალს, რომ ამ მოწამეობრივი წლების განმავლობაში მუდამ იყო ჩვენთან და მუდამ გვეხმარებოდა ჩვენ”.– განაცხადა ილია მეორემ.





