ამ ავტოტრანსპორტის მფლობელები, მოქმედი ტრანზიტის გადასახადის (600 ევრო და 1200 ევრო) ნაცვლად გადაიხდიან გადასახადის ¼-ს, კერძოდ, 150 ევროს ცარიელი სატრანსპორტო საშუალებისთვის და 300 ევროს დატვირთული სატრანსპორტო საშუალებისთვის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიმართავს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გაითვალისწინონ მოცემული ინფორმაცია და დამატებითი კითხვებისთვის მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს.
თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით 2004 წლიდან ტრანზიტულ სანომრე ნიშნიან დახურული ფურგონის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებულია ტრანზიტის გადასახადი (ცარიელ სატრანსპორტო საშუალებაზე – 600 ევრო, დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებაზე – 1200 ევრო), რომელიც ვრცელდება ყველა ქვეყნის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და 2013 წლის 1 ივლისამდე გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ საქართველო.
2013 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მიმართაც ამოქმედდა დროებით შეჩერებული ზემოაღნიშნული სატრანზიტო გადასახადი და ივლისის დასაწყისში თურქეთის საზღვარზე გაჩერებულ იქნა ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი რამდენიმე ათეული ფურგონის ტიპის სატრანსპორტო საშუალება, რომელთა მფლობელებმა ვერ გადაიხადეს დაწესებულ თანხა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთის მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება აღნიშნული გადასახადის დროებით შეჩერებისა და მისი გადახედვის თაობაზე.








